პოლიტიკა

სომხეთს ეწვევიან ევროსაბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის წევრები

ევროსაბჭოს უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის წევრები სამუშაო ვიზიტით სომხეთში 8-9 აპრილს იქნებიან.

როგორც იტყობინება ბრიუსელში Armenpress-ის“ კორესპონდენტი, შეხვედრები იგეგმება ერევანში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისში.

ვიზიტის მიზანია რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესზე წარმოდგენის შექმნა.

დელეგაცია საქართველოსა და აზერბაიჯანსაც ეწვევა.

ევროსაბჭოს უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტი შედგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისგან. კომიტეტის პასუხისმგებლობის ძირითადი სფეროებია ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკა. მთავარ ფუნქციებს შორისაა საერთაშორისო სიტუაციის მონიტორინგი, ევროსაბჭოსთვის სტრატეგიული მიდგომების შეთავაზება, ასევე კრიზისების მართვის ოპერაციების პოლიტიკური კონტროლის უზრუნველყოფა.

ნახეთ მეტი
Back to top button