მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია ჯარების დაგროვების შესახებ არ შეესაბამება რეალობას –  სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას, სადაც ნათქვამია, რომ სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები სასაზღვრო ზონის სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად გადაადგილდებიან და შეინიშნება პერსონალს, ჯავშანტექნიკის, არტილერიის და სხვა საომარი რესურსების თავმოყრა. ამის შესახებ ინფორმაციასსომხეთის  თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა ბოლო თვეებში სომხეთის რესპუბლიკის  შეიარაღებული ძალების  ზურგში  განხორციელებული თავდაცვის ხასიათისა და მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის საინჟინრო, საფორტიფიკაციო და ზოგადად, სამშენებლო სამუშაოების ვიდეო დამუშავებული კადრები. რითაც ცდილობს წარმოაჩინოს ისინი, როგორც ბოლო დღეებში  ფრონტის ხაზზე მიმდინარე აქტიური  სამუშაოები და თავმოყრა.

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე საინჟინრო სამუშაოების განხორციელება სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული უფლებაა, ისინი ექსკლუზიურად თავდაცვითი ხასიათისაა და მიზნად ისახავსსომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.

როგორც აღვნიშნეთ, სომხეთის  თავდაცვის სამინისტრო სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ოპერატიულ ვითარებას სტაბილურად მიიჩნევს და საზღვრის დასაცავად დამატებითი ზომების გატარების აუცილებლობას არ ხედავს, შესაბამისად, ინფორმაცია ჯარის დაგროვების შესახებ რეალობას არ შეესაბამება.

ნახეთ მეტი
Back to top button