პოლიტიკა

რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონსა და „3+3“ პლატფორმაზე ისაუბრეს

1 აპრილს რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ლავროვს და ფიდანს რუსული მხარის ინიციატივით სატელეფონო საუბარი ჰქონდათ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრებმა განიხილეს რეგიონული დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, სადაც ყურადღება გაამახვილეს შავი ზღვის რეგიონში, ასევე სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის „3+3“ რეგიონული პლატფორმის განვითარების კონტექსტში.

საუბარი შეეხო რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობის გარკვეულ ასპექტებს, ასევე სხვადასხვა დონეზე მოახლოებული კონტაქტების განრიგს.

ნახეთ მეტი
Back to top button