საერთაშორისო კონფერენცია სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტში
მიმდინარე წლის 23-25 ოქტომბერს სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტში საერთაშორისო კონფერენცია “The International Recognition of the Armenian Genocide: Memorial, Political, and Geopolitical Stakes of a Decades-Long Unfinished Struggle” [სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარება: ათწლეულების მანძილზე დაუმთავრებელი ბრძოლის მემორიალური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ფსონები].
კონფერენცია ერთობლივად ტარდება სომხური გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის ფონდისა და პუატიეს უნივერსიტეტის (საფრანგეთი) MIMMOC (Mémoires, Identités, Marginalités dans le Monde Occidental Contemporain [მეხსიერებები, იდენტობები, მარგინალობები თანამედროვე დასავლურ სამყაროში]) მიერ.
კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური. განაცხადები წარდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. ის უნდა შეიცავდეს მოხსენების სათაურს, რეფერატს(მაქსიმუმ 500 სიტყვა), ასევე მოკლე ბიოგრაფიასა და პუბლიკაციების სიას. განაცხადი უნდა გაეგზავნოს ედიტა გზოიანს ([email protected]) და ჟულიენ ზარიფიანს ([email protected]) 2024 წლის 15 მაისამდე. განმცხადებლებს განაცხადის დამტკიცების შესახებ ეცნობებათ 2024 წლის 15 ივნისამდე.