პოლიტიკა

სომხეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილებების შესახებ ბაქოს განცხადებები  ერევანზე ზეწოლის მოხდენის გარკვეული საშუალებაა

სომეხი სამხედრო ექსპერტების აზრით, აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ვიდეოები და ფოტოები სომხური სამხედრო ტექნიკის დაგროვების შესახებ კიდევ ერთი მცდელობაა დაადასტუროს ბაქოს პროპაგანდისტული თეზისები, რომლის მიზანია  აიძულოს ერევანი წავიდეს დათმობაზე, ამასთან ერთად  ჩრდილი მოჰფინოს ევროპული სადამკვირებლო მისიის საქმიანობას. 

„დაამციროს დასავლელი მოთამაშეების რეიტინგი სომხეთში, გამოაჩინოს ისინი არაეფექტურ ძალებად. მათ აქვთ რამდენიმე თემა, რაზეც სომხეთისგან მეტი დათმობა უნდათ: ერთერთი ამ თემათაგან ე.წ. ზანგეზურის დერეფანია, მეორე კი –  საზღვრისპირა სოფლები, რომლებიც დაკავშირებულია ტავუშთან, ამის შესახებ განაცხადა „თავისუფლებასთან“ საუბარში ცენტრ  APRI-ის სომხეთის წარმომადგენლობის მეცნიერ მუშაკმა  ლეონიდ ნერსესიანმა.  

ვიდეოებს გუშინ დილით მოჰყვა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სხვადასხვა რაიონში „შეინიშნება სომხეთის შეიარაღებული ძალების აქტიური მოძრაობა“.   რასაც მოჰყვა მუქარა, რომ  „აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციის ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში, ის მტკიცედ იქნება აღკვეთილი“.  ამის სამტკიცად  აზერბაიჯანის სამხედრო დეპარტამენტს თავმოყრის შესახებ არანაირი ფაქტი არ წარმოუდგენია.

ერევანმა ეს უარყო. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბაქო ცდილობს აზერბაიჯანულ ტელეგრამაში საწვრთნელი ავტოკოლონის ფოტოები წარმოადგინოს, როგორც სამხედრო მოძრაობა საზღვრებისკენ.

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ოპერატიულ ვითარებას სტაბილურად მიიჩნევს და საზღვრის დასაცავად დამატებითი ზომების გატარების აუცილებლობას ვერ ხედავს, – ნათქვამია სამხედრო დეპარტამენტის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button