მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანში „დასავლეთ აზერბაიჯანიდან ლტოლვილების“ თემა ტრიალებს

აზერბაიჯანში დიდი იმპულსით ტრიალებს „დასავლეთ აზერბაიჯანიდან ლტოლვილების“ თემა.

APA-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის შრომისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის სესიაზე შემოთავაზებული იქნა კანონის გადახედვა „ლტოლვილთა და იძულებით გადასახლებულთა სტატუსის შესახებ“. „ყურადღება უნდა მივაქციოთ დასავლეთ აზერბაიჯანიდან ლტოლვილების საკითხს. ახალი რეალობის გათვალისწინებით, კარგი ინიციატივა იქნებოდა ამ კანონის გადახედვა. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ეს საკითხი შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებთან“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მუსა ღულიევმა.

შეგახსენებთ, რომ „დასავლეთ აზერბაიჯანი“ ნიშნავს თანამედროვე სომხეთის მთელ ტერიტორიას. აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოში ასეთი ფორმულირებები ნათლად ასახავს როგორც ამ სახელმწიფოს „მშვიდობიან დღის წესრიგს“, ასევე „სომხეთის მიმართ ტერიტორიული ამბიციების არ არსებობას“.

ნახეთ მეტი
Back to top button