ეკონომიკა

თურქეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 3 მილიარდ დოლარს მიაღწია

საქართველოს ელჩმა ანკარაში, გიორგი ჯანჯღავამ თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინტერვიუ მისცა. ჯანჯღავამ ინტერვიუს დროს ძირითადად ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრა.

ელჩის თქმით, თურქეთი საქართველოსთვის არა მხოლოდ მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა, არამედ სტრატეგიული პარტნიორიც. ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მრავალ სფეროში წარმატებით ვითარდება.

“დიდი კმაყოფილებით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი ურთიერთობები უპრეცედენტო პროგრესს აღწევს ორმხრივ დონეზე. ამავდროულად, თანამშრომლობა და ჰუმანიტარული სოლიდარობა ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას”, – განაცხადა ელჩმა.

6 თებერვალს კაჰრამანმარაშში (ისტორია: მარაშ) მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გახსენებისას ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო იყო პირველ ქვეყნებს შორის, ვინც დახმარების ხელი გაუწოდა თურქეთს.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე საუბარისას, ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ თურქეთი და საქართველო თანამშრომლობენ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის (BTK), ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის (BTC), ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP), ბაქო- თბილისი-ერზრუმის ბუნებრივი გაზსადენის რეგიონულ და გლობალურ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი ითვლება საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ ხელი შეუწყო ამ სფეროში ურთიერთობების განვითარებას. 2021 წელს დაიწყო თურქულ ნედლეულზე წარმოებული საქართველოს პროდუქციის გაყიდვა ევროპულ ბაზრებზე და არსებობს იმედი, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები სხვა დონეზე ავა.

ელჩის თქმით, 2023 წელს საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა და 3 მილიარდ დოლარს მიაღწია და დასძინა, რომ თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვაჭრობის  მოცულობის 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ინვესტიციებზე საუბრისას ელჩმა აღნიშნა, რომ თურქულმა ინვესტიციებმა საქართველოში 200 მილიონ დოლარს, ხოლო საქართველოში მოქმედი თურქული კომპანიების რაოდენობამ 2500-ს მიაღწია.

ქვეყნებს შორის ფრენებთან დაკავშირებით ელჩმა აღნიშნა, რომ ანკარადან, სტამბოლიდან და ანტალიიდან საქართველოს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში კვირაში 72 რეისი განხორციელდა თურქეთის ავიახაზების, პეგასუსის და ანადოლუს ავიახაზებით. წელს «Turkish Airlines»-ი მხოლოდ თბილისის მიმართულებით ყოველკვირეულ რეისებს 32-მდე გაზრდის.

2022 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა და თურქეთიდან საქართველოს 1 მილიონ 400 ათასი ადამიანი ეწვია, ხოლო თურქეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა ამ მაჩვენებლის 20%-ს შეადგენდა.

ჯანჯღავამ რეგიონთან დაკავშირებით აღნიშნა: „თურქეთი ახორციელებს აუცილებელ ძალისხმევას, რათა პოზიტიური წვლილი შეიტანოს რეგიონულ და გლობალურ მშვიდობაში და ოფიციალური თბილისი ამ პოზიციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. საქართველო მზადაა ეფექტურად ითანამშრომლოს ყველა იმ ინიციატივასთან, რომელიც გააძლიერებს მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში“.

ელჩის თქმით, თურქეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების პლატფორმად იქცა.

ნახეთ მეტი
Back to top button