საზოგადოება

2023 წელს სომხეთს თავშესაფრისთვის 817-მა ადამიანმა მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრო

2023 წელს სომხეთს თავშესაფრისთვის 817-მა ადამიანმა სთხოვა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და მოქალაქეობის სამსახურის უფროსმა არმენ ღაზარიანმა ეროვნულ ასამბლეაში, პარლამენტის სახელმწიფო-სამართლებრივ საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2020წ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა იყო 206, 2021 წელს – 260, ხოლო 2022 წელს – 968. სამსახურის უფროსის თქმით, მკვეთრი ზრდა უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებს უკავშირდებოდა.

“2023 ტენდენცია შენარჩუნებულია. თუმცა, არის გარკვეული შემცირება. 2022 წლამდე პირველ ადგილებს, როგორც წესი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეები იკავებდნენ: სირია, ერაყი და ეგვიპტე“, – ამბობს ღაზარიანი.

2022-2023 წწ. პირველი ადგილი დაიკავეს უკრაინის მოქალაქეებმა, მეორე და მესამე ადგილები სირიისა და ერაყის მოქალაქეებმა.

რაც შეეხება ინდოეთის მოქალაქეებს, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, მათ თავშესაფრისთვის გასულ წელს არ მიუმართავთ. წინა წლებში კი იყო ერთი-ორი ასეთი შემთხვევა.

ნახეთ მეტი
Back to top button