ეკონომიკა

ამულსარის ოქროს მაღარო, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს ან 2025 წელს დაიწყებს მუშაობას

ამულსარის ოქროს მაღარო, რომელსაც მართავს „ლიდიან სომხეთი“ სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში დაიწყებს მუშაობას.  ამის შესახებ კომისიის ვიცე-თავმჯდომარემ ბაბკენ თუნიანმა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„შედეგად, ჩვენს ქვეყანაში არ იქნება პრობლემა ოქროს ნედლეულის  მხრივ“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ 2023 წ 6 ივნისს „ლიდიან სომხეთის“ და „ელიდე გოლდ კორპის“ ხელმძღვანელებმა სრ ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანთან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ აპირებენ ამულსარის პროექტის ერთობლივ განხორციელებას.

განიხილეს ამულსარის შახტის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებული საკითხები, ექსპლუატაციის დაწყების სავარაუდო თარიღები, საინვესტიციო პროექტის დაფინანსების პროცესი და სახელმწიფოსა და კომპანიის თანამშრომლობა.

ნახეთ მეტი
Back to top button