მთავარიპოლიტიკა

ნატოს თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ძალიან ღირებულია  –  აშშ-ს ელჩი ალიანსში

ძალიან ღირებულია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ელჩმა ჯულიანა სმიტმა განაცხადა. მან შეახსენა, რომ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ცოტა ხნის წინ ეწვია სამხრეთ კავკასიას: სომხეთს, საქართველოს, აზერბაიჯანს. „ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოგზაურობა რეგიონში. მან სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დედაქალაქები მოინახულა და ეს ჩვენი პარტნიორობის ღირებულებაზე მეტყველებს. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. აზერბაიჯანი და სომხეთი ასევე ამყარებენ ურთიერთობას ნატოსთან, მაგრამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყველა პარტნიორი არ ისწრაფვის გაწევრიანებისკენ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს სურვილს გახდეს ალიანსის ნაწილი.

ნახეთ მეტი
Back to top button