პოლიტიკა

„ხიზილალას  დიპლომატია“:  როგორ არიდებს თავს  აზერბაიჯანი სანქციებს ევროპაში თავისი ლობირების გზით

Araratnews.am-ი მიმოიხილავს შვედი ჟურნალისტის რასმუს კანბაკის სტატიას საგამოძიებო, ფაქტების შემოწმებისა და პოლიტიკური ანალიზის ვებგვერდზე The Insider-ს და წერს:

„5 აპრილს სომხეთის  პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ევროკომისიის ხელმძღვანელს ურსულა ფონ დერ ლაიენს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდება. ამ ფონზე აზერბაიჯანმა მკვეთრად გააძლიერა ანტიდასავლური რიტორიკა, სომხეთზე თავდასხმით იმუქრებოდა და მის „დამცველებს“ ესკალაციაში ადანაშაულებს.

ამ დრომდე, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი დიდად არ განსხვავდება ირანის, რუსეთისა და ბელორუსიისგან სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებებით, ბაქო აგრძელებს საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილებას.

ეთნიკურ წმენდას მთიანი ყარაბაღში და ოპოზიციის სრულ განადგურებას ქვეყნის შიგნით არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, გარდა, შესაძლოა, აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების ჩამორთმევისა ევროპარლამენტში.

2001 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ აზერბაიჯანი იყენებს ლობირების მეთოდებს, რომლებიც ცნობილია როგორც „ხიზილალის დიპლომატია“. ევროპელი პოლიტიკოსების მექრთამეობის სკანდალების შემდეგ სტრატეგია შეიცვალა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად მოქმედებს ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მაგალითად, შვედეთის ხელისუფლება მხოლოდ ზრდის აზერბაიჯანელ ლობისტებთან დაკავშირებული სტრუქტურების დაფინანსებას.

ერთის მხრივ, მოსალოდნელი იყო ევროკავშირის ხელმძღვანელობის დაუყოვნებელი რეაქცია აზერბაიჯანის ქმედებებზე მთიან ყარაბაღში. ფაქტობრივმა ეთნიკურმა წმენდამ, რომელიც სექტემბერში მთიანი ყარაბაღის 100 000 მაცხოვრებელს შეეხო, ცოტათი შოკში ჩააგდო ევროპელები, უცებ მათ ვეღარ გაუკეთეს იგნორირება  იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანი კონფლიქტს ამძაფრებდა სადავო ანკლავის სომხურ მოსახლეობაზე აღმოსავლეთიდან თავდასხმით და დასავლეთში გასაქცევი გზის მოჭრით.

მეორეს მხრივ, ძნელად თუ ვინმეს უკვირს, რომ აზერბაიჯანის ქმედებებს მის მიმართ რაიმე სანქციები არ მოჰყოლია. 2023 წლის სექტემბრის და 2020 წლის მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა. ეს იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა იმდენად გაძლიერდა, რომ მსოფლიოს მასზე თვალის დახუჭვა გაუჭირდა“.

ნახეთ მეტი
Back to top button