პოლიტიკა

ევროკავშირი სომხეთს 270 მილიონი ევროს გრანტს გამოუყოფს, ინვესტიციები განხორციელდება საბაზისო ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ფონ დერ ლაიენი

ბრიუსელში გამართული სრ-ეკ-აშშ სამმხრივი შეხვედრის წინ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დაჰპირდა სომხეთს მხარდამხარ დადგომას და ამ დაპირებას დღეს ასრულებს. ამის შესახებ ფაშინიანთან და ბლინკენთან შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, რომ სომხეთთან პარტნიორობის ხედვა განხორციელდება პროგრამის მეშვეობით, რათა ხელი შეუწყოს სომხეთის მდგრადობას. „ჩვენ ჩავდებთ ინვესტიციას, რათა სომხეთის ეკონომიკა და საზოგადოება იყოს უფრო ძლიერი და მდგრადი შოკების მიმართ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა და აღნიშნა 270 მილიონი ევროს გრანტი, რომელიც განსაკუთრებით მცირე და საშუალო კომპანიებს დაეხმარება.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი ასევე განახორციელებს ინვესტიციას სომხეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებში, კერძოდ შავი ზღვის ელექტრო საკაბელო პროექტში, ასევე განახლებადი ენერგიის წარმოებაში.

ის მიესალმა სომხეთის მთავრობის პროექტს “მშვიდობის გზაჯვარედინი” და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ასევე შეისწავლის ტრანსსასაზღვრო ტრანსპორტის შესაძლებლობებს, როდესაც პირობები ამის საშუალებას იძლევა.

ევროკომისიის პრეზიდენტი მიესალმა სომხეთის ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმებისკენ, მიუხედავად ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერას რჩევების, ტექნიკური დახმარებისა და დაფინანსების გზით.

ნახეთ მეტი
Back to top button