2022 წელს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ მორიგი თავდასხმის შემდეგ, ევროკავშირმა ძალიან სწრაფად გადაწყვიტა დამკვირვებელთა დროებითი მისიის გაგზავნა. ამის შესახებ 4 აპრილს ეროვნულ ასამბლეაში „სომხეთის ევროინტეგრაციის ახალი პერსპექტივები და გამოწვევები“ საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ, მმართველი ფრაქცია „პოლიტიკური ხელშეკრულების“ დეპუტატმა არმან ეღოიანმა.
მისი თქმით, უკვე 2023 წ იანვარში სომხეთში ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია გაიგზავნა. „ძნელია ამ მისიის როლის დაუფასებლობა იმ პერიოდში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, დასძინა ეღოიანმა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთ-ერთია ევროკავშირის 13 ასეთი მისიიდან და ერთ-ერთი უდიდესია თავისი მასშტაბებით. „მოგვიანებით ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სომხეთში დამკვირვებელთა რაოდენობა 209 ადამიანამდე გაზარდოს“, – შეახსენა კომისიის თავმჯდომარემ.