ეკონომიკა

აშშ და სომხეთი ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს იკვლევენ  –    ჯეიმს ო’ბრაიენი

აშშ და სომხეთი სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს იკვლევენ. როგორც “ARMENPRESS”-ი იუწყება, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს მდივნის მოადგილემ ჯეიმს ო’ბრაიენმა პრესკონფერენციაზე  ისაუბრა.

„ევროკავშირმა უკვე დაიწყო მჭიდრო თანამშრომლობა სომხეთში არსებული ბირთვული ენერგიის წყაროების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით. და ეს თანამშრომლობა ფართოვდება. სომხეთი ასევე მნიშვნელოვანი ქვეყანაა აშშ-ს სამოქალაქო ბირთვული თანამშრომლობის პროექტებისთვის. აშშ და სომხეთი სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს იკვლევენ. ის ეფუძნება 2022 წლის სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის თანამშრომლობის შეთანხმებას და განსაზღვრავს რამდენიმე კონკრეტულ პროექტს, რომლებზეც ჩვენ ვიმუშავებთ .  ამიტომ, დასაწყისში, როდესაც სომხეთი ჩანაცვლების ვარიანტებს იხილავს, ჩვენ დავაფინანსებთ ტექნიკურ და ეკონომიკურ სექტორს, ჩავატარებთ სამეცნიერო გაცვლებს ახალი შესაძლებლობების გამოსავლენად და დავიწყებთ დაფინანსების ვარიანტების შესწავლას სომხეთის ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის“, – თქვა ო’ბრაიენმა.

მისი თქმით, აშშ-ის ძალისხმევა მიმართულია სომხეთის ეკონომიკის დივერსიფიკაციისკენ, პოლიტიკური რეფორმებისა და რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის კომპლექსური პაკეტისკენ.

ამდენად, ეს ყველაფერი უნდა გაერთიანდეს და მივიღოთ ის შედეგი, რომელიც საბოლოოდ დადებით შედეგებს მოგვცემს“, –  დაასკვნა  აშშ სახელმწიფო სამდივნოს ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს მდივნის მოადგილემ.

ნახეთ მეტი
Back to top button