პოლიტიკა
ევროკავშირისგან მიღებული 270 მილიონი ევრო არც დასაწყისა და არც დასასრული მირზოიანი
ევროკავშირიდან მისაღები 270 მილიონი ევრო არც დასაწყისია და არც დასასრული, მანამდეც ღებულობდნენ ფულს და შემდეგაც გაგრძელდება. ამის შესახებ განაცხადა საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.
270 მილიონი ევროს გარდა, არ დავივიწყოთ 2,6 მილიარდი. ისინი მიმართული იქნება, მაგალითად, სომხური პროდუქციის სტანდარტების ამაღლებაზე. ეს მხოლოდ დიდი პროცესის ნაწილია, ამით არც დაწყებულა და არც დამთავრებულა, ისე არ არის, რომ მანამდე ფულს არ ვღებულობდით და არც მერე იქნება“, – განაცხადა მან.
კითხვაზე, განიხილეს თუ არა სამხედრო და უსაფრთხოების საკითხები, მირზოიანმა თქვა, რომ სამხედრო კომპონენტზე დისკუსია არ ყოფილა, მაგრამ სომხეთის გამძლეობის გაზრდა პროპორციულია უსაფრთხოების ზრდისა.