მთავარიპოლიტიკა

ჩვენ ევროპაში  ნატოს ჯარების ჩამოსაყვანად არ ვყოფილვართ – არარატ მირზოიანი

ჩვენ არ ვყოფილვართ ევროპაში  ნატოს ჯარების ჩამოსაყვანად და გაწბილებული არ გამოვბრუნებულვართ. ამის შესახებ სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში ბრიუსელის შეხვედრის ირგვლივ არსებულ სხვადასხვა ჭორებზე ისაუბრა.

„საინტერესო იყო იმის დაკვირვება, თუ როგორ ვითარდებოდა 5 აპრილის გარშემო ზოგიერთი ნარატივი სინქრონულად სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ზოგიერთი წრეების მიერ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ 5 აპრილს განიხილეს განცხადება სომხეთის შემდგომი ეკონომიკური სვლების შესახებ,  ანუ სხვა კომპონენტი არ ყოფილა.  ჩვენ არ ვყოფილვართ ევროპაში  ნატოს ჯარების ჩამოსაყვანად  და გაწბილებული არ გამოვბრუნებულვართ.  შემიძლია ვივარაუდო, რომ ამ წრეებმა იცოდნენ, რომ მსგავსი რამ არ განიხილებოდა, მაგრამ შეგნებულად ავრცელებენ სხვადასხვა ჭორებს. 

 მინისტრმა ისაუბრა ბრიუსელის შეხვედრაის გარშემო სხვადასხვა ქვეყნის რეაქციებზე და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა არ ყოფილა მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ.

ნახეთ მეტი
Back to top button