პოლიტიკა
ევროპის საბჭო გააგრძელებს სომხეთის მხარდაჭერას. მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი
ევროპის საბჭო გააგრძელებს სომხეთში განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერას.
Armenpress-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თავის X მიკრობლოგზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა სომხეთში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ.
„დღეს ერევანში შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. ევროპის საბჭო გააგრძელებს სომხეთის მხარდაჭერას რეფორმების პროცესში“, – წერს ბურიჩი.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ასევე მადლობა გადაუხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს თბილი დახვედრისთვის და ძალიან კარგი შეხვედრისთვის.