პოლიტიკა

სომხეთი და აშშ კრიმინალთან ბრძოლის სფეროში ახალ შეთანხმებაზე მუშაობენ

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს გააფართოვოს თანამშრომლობა აშშ-სთან დანაშაულთან ბრძოლის სფეროში. ამის შესახებ „არმენპრესის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არფინე სარგსიანმა განაცხადა ეროვნული ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე.

„ამ დროისთვის ჩვენ ასევე ვმუშაობთ ცალკე შეთანხმებაზე ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ამ ბლოკშიც გვექნება დადებითი პროგრესი“, – განაცხადა სარგსიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button