მთავარიპოლიტიკა

„ბრიუსელის შეხვედრა უპრეცედენტო იყო როგორც ფორმატით, ასევე მნიშვნელობით  – ფაშინიანი

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 5 აპრილს ბრიუსელში სომხეთ-აშშ-ევროკავშირის შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ შეხვედრას არ ჰქონია უსაფრთხოების კონტექსტი და დღის წესრიგი. „ვეთანხმები და ცხადია: ევროკავშირი და აშშ არასოდეს დათანხმდებოდნენ სომხეთისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის გაწევას, თუ ისინი ჩვენს პოლიტიკას აგრესიულად ჩათვლიდნენ“, – თქვა მან. ფაშინიანმა ასევე დეტალურად აღწერა 5 აპრილის პოლიტიკური კონტექსტი. „ყველა მცდელობა, რომ სომხეთის რესპუბლიკა წარმოჩენილი ყოფილიყო როგორც აგრესიული სახელმწიფო, ღრუბელივით გაიფანტა, თავად შეხვედრა, რომელიც თავისი დღის წესრიგით და ხასიათით იყო სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური, უპრეცედენტო იყო როგორც ფორმატით, ასევე მნიშვნელობით“.

ფაშინიანის თქმით, ევროკავშირი და აშშ მიესალმნენ და მხარი დაუჭირეს  “მშვიდობის გზაჯვარედინზე” პროექტს.  პრემიერის თქმით, ამ შეხვედრამ აღნიშნა სომხეთსა და აშშ-ს, სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ახალი დონე.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რაზე არ არ ყოფილა საუბარი 5 აპრილს ბრიუსელის მაღალი დონის შეხვედრაზე.  ეს ის არის,  რომ ევროკავშირი და აშშ არ ჩამოვლენ  და ჩვენს პრობლემებს არ მოაგვარებენ.  მიმაჩნია, რომ ეს საკითხი  უნდა გაჟღერდეს ისე, როგორც არის“.

ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარება არ ეწინააღმდეგება რეგიონულ ურთიერთობებს.

ნახეთ მეტი
Back to top button