პოლიტიკასაზოგადოება

მთიან ყარაბაღში დარჩენილი 10-მდე სომეხი ახლა დევნას განიცდის  –  მარუქიანი

სწორედ ასე ვუწოდეთ აზერბაიჯანის რეჟიმის სახეს და მასზე დაყრდნობით მუდმივად ვაცხადებდით, რომ ის ვერ უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების გარანტიებს. სომხეთის რესპუბლიკის  სპეციალური დავალებით ყოფილმა ელჩმა, პარტია „ნათელი სომხეთის“ თავმჯდომარემ  ედმონ მარუქიანმა თავის X გვერდზე დაწერა.

მან გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ დასცინიან აზერბაიჯანელები არცახში დარჩენილ მოხუცს.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ეთნიკური წმენდა განახორციელა, 150 ათასი სომეხიდან დაახლოებით 10 დარჩა მთიან ყარაბაღში, რომლებსაც ახლა დევნიან. ამიტომაც ვამბობდით და კიდევ ვიტყვით,  რომ ეს არის კრიმინალური რეჟიმი და ჩვენ გვაინტერესებს, როგორ დააჯერა საერთაშორისო საზოგადოებამ აზერბაიჯანი, როცა თქვა: „ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და აქვთ ყველა უფლება და უსაფრთხოება, აზერბაიჯანის კონსტიტუციის მიხედვით, იცხოვრონ ჩვენთან მშვიდობიანად“, – წერს ის.

მარუქიანი  ევროსაბჭოს ხელმძღვანელს, შარლ მიშელს ეკითხება,  რას ფიქრობს ამის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button