საზოგადოება

ტავუშის რეგიონიდან დემარკაციის დაწყების საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული  –  მჰერ გრიგორიანი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესის ტავუშიდან დაწყების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის იქნება კონსენსუსი დანარჩენ ფუნდამენტურ საკითხებზე, ამ მომენტისთვის საბოლოო გადაწყვეტილება არ არსებობს.

“ARMENPRESS”-ის  ცნობით, ამის შესახებ სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა გადაწყვეტილება ტავუშის რეგიონიდან დემარკაციის დაწყების შესახებ, გრიგორიანმა განაცხადა. „საკითხები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის.

მისივე თქმით, სანამ არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილებები უმნიშვნელოვანეს პრინციპებზე: უსაფრთხოება, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი საკითხები, საბოლოო გადაწყვეტილება ვერ იქნება საზღვრის დემარკაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

„ამ ნაწილიდან დემარკაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა კონსენსუსი იქნება დარჩენილ ფუნდამენტურ საკითხებზე: უსაფრთხოების, სოციალურ-საყოფაცხოვრებო და სამართლებრივ საკითხებზე“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button