შვედი დეპუტატი მსოფლიოს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ სომხეთს და არ დაუშვან აზერბაიჯანს რეგიონში სიტუაციის გამწვავება
შვედეთის პარლამენტის წევრი ერიკ ჰელსბორნი მოუწოდებს მსოფლიოს თვალი ადევნონ სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებს და მხარი დაუჭირონსომხეთს, რომ არავინ მოუთმენს და ნებას არ დართავს აზერბაიჯანს გაამწვავოს სიტუაცია რეგიონში.
„ARMENPRESS“-ის მიხედვით ამის შესახებ შვედმა დეპუტატმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აღნიშნა.
„აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა ზავის პერიოდში რამდენჯერმე დაბომბეს სომხეთის სასაზღვრო პოზიციები. ეს ქცევა, როგორც ჩანს, არის ბულინგის ნაზავი, რომელსაც სურს საკუთარი ძალის დემონსტრირება და პასუხის პროვოცირების სტრატეგია, რომელიც შემდგომ შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მეტი ძალადობის გამართლება. რაც არ უნდა საყვედურად მოგეჩვენოთ, ახლა დიდ შვებას ვგრძნობ, რადგან მდგომარეობა არ გაუარესებულა. სამშაბათს პარლამენტის რამდენიმე კოლეგასთან განვიხილავდი მოვლენების განვითარებას, მაშინ ვთქვი შიში მაქვს, რომ აზერბაიჯანი სამ დღეში საზღვრებს გადაკვეთს-მეთქი. ეს არ მოხდა… გარე სამყარომ უნდა გააგრძელოს სამხრეთ კავკასიის მონიტორინგი, სომხეთის მხარდაჭერა და დარწმუნდეს, რომ არ შეეგუება ა აზერბაიჯანის ესკალაციას“, – წერს ჰელსბორნი და დასძენს, რომ დიქტატორ ალიევისგან სულიერ სიკეთეს არ უნდა მოველოდეთ.