პოლიტიკა
პესკოვი გამოეხმაურა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას
მოსკოვი ელის, რომ რუსეთის ფედერაციასა და სომხეთს შორის ურთიერთობებში არსებული რთული საკითხები დიალოგის გზით გადაწყდება.
ამის შესახებ იუწყება TASS-ი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
„ვიმედოვნებთ, რომ ლიდერებს ექნებათ შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განიხილონ ეს ყველაფერი. გარდა ამისა, დიალოგები მიმდინარეობს სამუშაო დონეზე. და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ყველა კომპლექსური ასპექტი, რომელიც ბოლო დროს გაჩნდა, იპოვის თავის გადაწყვეტას ასეთი დიალოგის ფარგლებში“, – აღნიშნა პესკოვმა.