ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი 15 აპრილს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.
Armenpress-ის ინფორმაციით, ამის შესახებ იუწყება ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი თოყაევი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებებს გამართავს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან.
აღნიშნულია, რომ ვიზიტის დასრულების შემდეგ სახელმწიფოს მეთაური ერევნიდან წყალდიდობის ზონაში მდებარე ყაზახეთის ერთ-ერთ რეგიონში გაემგზავრება.