პოლიტიკა

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიას ეწვევა

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და მალტის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ბორგი სამხრეთ კავკასიას ეწვევა. ამის შესახებ მან TURAN-ს ვაშინგტონში აცნობა.

მისი თქმით, ეუთოს ავტორიტეტი გლობალურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების არქიტექტურაში “საფრთხის ქვეშ რჩება”. ამასთან, ორგანიზაციის ყურადღება, უკრაინის გარდა, გაჭიანურებულ კონფლიქტებზეც არის მიმართული, მათ შორის დნესტრისა და სამხრეთ კავკასიის ვითარებაზე.

“ჩემი ბოლო ვიზიტები სერბეთში, კოსოვოში და მოლდოვაში, ისევე როგორც მომავალი მისია სამხრეთ კავკასიაში, არის პარტნიორებთან დიალოგის ერთობლივი ძალისხმევის ნაწილი, რათა აღდგეს ნდობა და გააძლიეროს ეუთო-ს როლი”, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button