საქართველო მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიების მიერ მიღწეულ შეთანხმებას საზღვრის დემარკაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.
Armenpress-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს X-ში გავრცელებულ შეტყობინებაში აღინიშნება.
„საქართველო დაინტერესებულია რეგიონში სტაბილური მშვიდობის უზრუნველყოფით და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე ვალდებულებას, წვლილი შეიტანოს ორ მეზობელს შორის მშვიდობისა და ნდობის დამყარების პროცესში“, – ნათქვამია განცხადებაში.