პოლიტიკა

საფრანგეთი, ინდოეთი და საბერძნეთი ცდილობენ დაეხმარონ სომხეთს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში   –   EurAsian Times

სომხეთი  უნდა ეცადოს იარაღის იმპორტის დივერსიფიკაციას  და მოძებნოს  ახალი მოკავშირეები, თუ რუსეთი არ მიაწოდებს  სომხეთს დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ღირებულების შეკვეთილ იარაღს. ამის შესახებ წერს ინდური EurAsian Times.

„ამან  აიძულა სომხეთი ეძია სხვა ეფექტური ვარიანტები სამხედრო ტექნიკის შესაძენად. ამით ისარგებლეს საფრანგეთმა, ინდოეთმა და საბერძნეთმა, თურქეთი და პაკისტანი კი აზერბაიჯანის გვერდით დგანან. გასული წლის განმავლობაში სომხეთმა თითქმის გააორმაგა თავდაცვის ხარჯები. 2022 წელს ეს ხარჯები 700-800 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობდა, 2024 წელს კი დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი იქნება. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანდრანიკ ქოჩარიანმა, ინდოეთის ხსენების გარეშე, სომხეთის მიერ შეძენილი იარაღით კმაყოფილება გამოთქვა.

2023 წლის ოქტომბერში საფრანგეთი სომხეთს სამხედრო დახმარებას დაჰპირდა, თუმცა მანამდე პარიზი სომხეთს მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევდა. ევროპული ქვეყანა აქტიურდება იმ პირობებში, როცა რუსეთი უკრაინაშია ჩარჩენილი და აზერბაიჯანმა მოსკოვის შუამავლობით მიღწეული მშვიდობა დაარღვია. მაშინ, როცა საფრანგეთი და ინდოეთი შეუერთდნენ ძალებს სომხეთის შეიარაღებისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განზე ვერ გადგება.   ალიევმა განაცხადა, რომ თუ მუქარა სერიოზულად განიხილება, ის შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს“, – წერს EurAsian Times.

ნახეთ მეტი
Back to top button