მთავარიპოლიტიკა

სექტემბერში აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დროს დაფიქსირდა წამების და ცხედრების დასახიჩრების შემთხვევები   –   ომბუდსმენი

2023 წლის სექტემბერში მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიის დროს დაფიქსირდა წამების, ცხედრების დასახიჩრების, სამოქალაქო ობიექტების დამიზნების შემთხვევები.

ამის შესახებ „ARMENPRESS“-ის  ცნობით, სომეხმა უფლებადამცველმა ანაჰიტ მანასიანმა ეროვნულ ასამბლეაში 2023 წელს აუდ საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა,  მთიანი ყარაბაღიდან იძულებითი დეპორტაციის დაწყებიდან იგი დადიოდა სარეგისტრაციოსიუნიქისა და ვაიქის ცენტრებში, 350-ზე მეტ ადამიანთან გასაუბრების შედეგად, ომბუდსმენმა  გამოაქვეყნა საგანგებო საჯარო ანგარიში.

„სხვა საკითხებთან ერთად იქ იყო წამების, ცხედრების დასახიჩრების, სამოქალაქო ობიექტების დამიზნების შემთხვევები, ვგულისხმობ სექტემბრის მოვლენებს, ასევე, მანამდე ლაჩინის დერეფნის გადაკეტვის შედეგად ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა. ”- თქვა მანასიანმა.

ამასთან დაკავშირებით უდიდეს მიღწევად ის მიიჩნევს, რომ სომხეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ასეთი ანგარიში პირველად იქნა ნახსენები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის მიერ წარმოდგენილ დაკვირვებებში.

ნახეთ მეტი
Back to top button