„რაც ვთქვი სწორად ვთქვი, მზად ვარ კიდევ ერთხელ გავიმეორო“, – ალენ სიმონიანი ანტირუსულ განცხადებებზე
სომხეთი გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის ფედერალური საბჭოს წერილს, რომელიც ეხებოდა ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის ანტირუსულ განცხადებებს. ამის შესახებ დღეს, 6 მაისს, ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა.
„წერილი გაუგზავნეს სარგის ხანდანიანს და სარგის ხანდანიანმა ამ წერილს დიდი ხნის წინ, ერთი-ორი დღის შემდეგ უპასუხა. უბრალოდ, იმ მომენტში ქალბატონი ზახაროვასთვის მოსახერხებელი იყო ასეთი პასუხი, და ისიც რომ მეორე ნაწილისთვის არ ეპასუხა. გასაგებია ხომ? ის რომ აქ თეატრალიზებულ კითხვა-პასუხს ჰქონდა ადგილი “, – განაცხადა ალენ სიმონიანმა.
მან თქვა, რომ იცის, რა უპასუხა რუსულმა მხარემ, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. „ვიცი, მაგრამ არ გეტყვით. ეს მე არ მეხება. მე ვარ ჩემი განცხადებების მფლობელი, რაც ვთქვი: სწორად ვთქვი, სათანადოდ ვთქვი, ახალი არაფერი მითქვამს. მზად ვარ იგივე გავიმეორო დღესაც და მუდმივად“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.