ეკონომიკა

გასულ წელს სომხეთში მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე 8 ათას დოლარს გადააჭარბა

2023 წელს სომხეთის მოსახლეობის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 8170 აშშ დოლარი იყო.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის სტატისტიკურმა კომიტეტმა 2022 წლის საბოლოო ანგარიში და 2023 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები წარმოადგინა.

2023 წლის შემაჯამებელი მონაცემებით, წლიური მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8170 დოლარი იყო (7464 ევრო ანუ 3 მილიონ 206 ათას 674 დრამი). უფრო მეტიც, წლის პირველ კვარტალში 1551 დოლარი იყო (ყველაზე დაბალი მაჩვენებელი), ხოლო მაქსიმალურ დონეს მეოთხე კვარტალში – 2501 აშშ დოლარი მიაღწია.

2022 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 6661 დოლარი იყო.

ნახეთ მეტი
Back to top button