პოლიტიკა

ელჩის გაწვევა, სანქციები და მოლაპარაკებების არგახსნა — 4 ევროპარლამენტარის წერილი ბორელს

Netgazeti.ge წერს, რომ საქართველოში დღეს დილით განვითარებული მოვლენების საპასუხოდ ოთხი ევროპარლამენტარი წერილით მიმართავს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეპ ბორელს და სთხოვენ, დაიწყოს მიზანმიმართული სანქციების მომზადება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებისადმი.

ბორელისადმი წერილი სამი კითხვისგან შედგება:

  1. შემოსთავაზებს თუ არა უმაღლესი წარმომადგენელი 27 მაისის საგარეო ურთიერთობათა საბჭომდე, დაუყოვნებლივი მიზანმიმართული შემაკავებელი ზომების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის, ასევე, საქართველოს პარლამენტის ყველა იმ წევრის მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს და პრეზიდენტის ნებისმიერი პოტენციური ვეტოს გაუქმებას.
  2. დაავალებენ თუ არა უმაღლესი წარმომადგენელი და სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისარი EEAS-ს და DG NEAR-ს, საქართველოს მთავრობასთან შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის ურთიერთობა, რომლის მიზანი არ არის კანონის გაუქმება, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა გადაიტანოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე და თავი შეიკავონ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისგან, სანამ კანონი ძალაშია.
  3. იღებს თუ არა უმღლესი წარმომადგენელი ვალდებულებას, კანონის მიღებისთანავე გამოიძახოს საქართველოს ელჩი ევროკავშირში, რათა გამოხატოს ევროკავშირის დაგმობა და გადასცეს მისი განზრახვა ზემოაღნიშნული ზომების მიღების შესახებ და განიხილება თუ არა ევროკავშირის ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის.

წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტარები ოთხი ძირითადი პოლიტიკური ჯგუფიდან: ტეის რეუტენი (სოციალ-დემოკრატები), ვიოლა ფონ კრამონი (მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი), პეტრას აუსტრევიჩიუსი (Renew Europe) და მირიამ ლექსმანი (ევროპის სახალხო პარტია).

ნახეთ მეტი
Back to top button