კულტურა

X მომხმარებლები მთელს მსოფლიოში აღფრთოვანებულნი არიან ლადანივას დინამიური და ცოცხალი შესრულებით ევროვიზია 2024-ზე

საგანძური, საოცარია, წარმოუდგენელია. ასე გამოეხმაურნენ X-ის მომხმარებლები „ევროვიზია 2024“-ზე სომხეთის წარმომადგენელ „ლადანივას“ ჯგუფის დინამიურ და ცოცხალ გამოსვლას. ეროვნული ჟიურისა და აუდიტორიის კენჭისყრის შედეგებით სომხეთი მოხვდა ტოპ 10-ში, რომელმაც მე-8 ადგილი დაიკავა. თუმცა, სოციალური ქსელის ბევრმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ ჟაკლინ ბაღდასარიანი და ლუი თომასი იმსახურებენ გამარჯვებას თუ არა, სამეულში ყოფნას მაინც.

„ლადანივა ჰგავს ოჯახურ ჯგუფს, რომელიც დგას უზარმაზარ საქორწილო ტორტზე,  მისი სიმღერა უკიდურესად დასამახსოვრებელია“, – აღნიშნავს New York Times-ის მიმომხილველი.

„8 წლის შემდეგ სომხეთი უბრუნდება ათეულში ეთნიკური ფემინისტური ჰიმნით, რომელიც მთლიანად მშობლიურ ენაზეა შესრულებული. ლადანივა მშვენიერი იყო, მე-8 ადგილზე კი არა, სამეულში უნდა ყოფილიყო. „ლადანივა საგანძურია, გაოგნებული დავრჩი მათი შესრულებით“.

ARMENIA-მ მე-8 ადგილი დაიკავა „ლადანივას“ სიმღერის „ჟაკოს“ წარმოუდგენელი შესრულების წყალობით. ეს იყო წარმოუდგენელი და სრულიად ღირდა.”

„…სულ სხვანაირი ვიზუალური ეფექტებით იყო, Hit Machine-ის (წლების წინანდელი სატელევიზიო შოუ) ატმოსფერო გამახსენდა. მაგარი ენერგია აქვთ“, „ჟაკო ამ წლის ჩემი საყვარელი სიმღერაა. მე რომ ვიყო გადაწყვეტილების მიმღები, გამარჯვებას „ლადანივას“ მივცემდი, „არასწორია სომხეთის სიყვარული? ეს იყო ერთადერთი სიმღერა ფინალში, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა ვერ წარმოადგენდა. ევროვიზიის სიმღერების უმეტესობის შეცვლა შეიძლებოდა“, „ლადანივა, მთელი სიცოცხლე გყავს ფანი. მადლობა ამ შთამაგონებელი ჰიმნისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button