პოლიტიკა

ამჟამად აზერბაიჯანს აქვს ოკუპირებული სომხეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი და უნდა დატოვოს ეს ტერიტორიები  – საფრანგეთის ელჩი სომხეთში

ბოლო დროს არაერთი განცხადება გაკეთდა დასავლეთის და რეგიონის ქვეყნების მხრიდან, რომლებმაც გამოხატეს მხარდაჭერა ერევნისა და ბაქოს შეთანხმების მიმართ ტავუშ-ყაზახის რეგიონში საზღვრების დემარკაციის შესახებ. ამასობაში საფრანგეთი, როგორც სომხების უახლოესი მოკავშირე დასავლეთში, კვლავ დუმს. როგორია პარიზის პოზიცია ამ საკითხში? ამ  თემაზე „თავისუფლება“ სომხეთში საფრანგეთის ელჩს, ოლივიე დეკოტინიეს ესაუბრა.

ოლივიე დეკოტინიის თქმით, კარგია, რომ დემარკაცია იწყება. კიდევ უკეთესია, რომ ის დაიწყოს ალმა-ატას დეკლარაციის საფუძველზე. ეს აშკარად პოზიტიური მოვლენაა, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთმა გამოთქვა მზადყოფნა გარკვეული დათმობებისკენ ალმა-ატას დეკლარაციის საფუძველზე და მოსალოდნელია, რომ აზერბაიჯანიც წავა დათმობებზე.

„აზერბაიჯანს ამჟამად სომხეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი აქვს ოკუპირებული და მან უნდა დატოვოს ეს ტერიტორიები. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა შეახსენა. ასე რომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის კარგი განვითარება, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ჩვენ მოუთმენლად ველით დემარკაციის გაგრძელებას იმ პრინციპების ფარგლებში, რაზეც აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ პრაღის დეკლარაციაში. ეს არის ალმა-ატას დეკლარაცია, რომელიც განსაზღვრავს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საერთაშორისო საზღვრებს და მხარეები პატივს სცემენ და აღიარებენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ელჩმა ოლივიე დეკოტინიმ.

ნახეთ მეტი
Back to top button