საერთაშორისო

ივანიშვილმა ობრაიენს უარი უთხრა შეხვედრაზე — კობახიძე

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ასისტენტს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენს, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 14 მაისს ეწვევა, შეხვედრაზე უარი უთხრა. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ავრცელებს.
„იყო ბიძინა ივანიშვილთან თხოვნა ობრაიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. გარდა ამისა, გასული თვეების განმავლობაში იყო შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებს ბიძინა ივანიშვილმა უარი უთხრა შეხვედრაზე.
ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე: ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც, რეალურად, მან დასავლეთ მიანდო და ეს თანხა აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს, ეს არის მისი მკაფიო პოზიცია. როგორც კი შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები დასრულდება, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება შედგეს“ ,— თქვა ირაკლი კობახიძემ.
მან არაერთხელ გაიმეორა „ოცნების“ პროპაგანდისტული ნარატივი, თითქოს ივანიშვილი დაასანქცირა გლობალური ომის პარტიამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ და მიუხედავად ამისა, ის არ ემორჩილება მსგავს შანტაჟს.
კობახიძემ ასევე თქვა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, „ქართული ოცნება“ 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღებს მედიისა და არასამთავრობოების შემზღუდავ რუსულ კანონს.

ნახეთ მეტი
Back to top button