სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით დანიის სამეფოში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრესსპიკერი ნაზელი ბაღდასარიანი ავრცელებს.
ფაშინიანი 14 მაისს „კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტში“ მიიღებს მონაწილეობას. სამიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში „ფრონტის ხაზიდან: სომხეთის დემოკრატიის დაცვა“(«From the frontline: Armenia’s defence of democracy»).
ვიზიტი ასევე მოიცავს შეხვედრებს დანიის სამეფოს პრემიერ მინისტრთან, ქალბატონ მეტე ფრედერიკსენთან, დანიის პარლამენტის თავმჯდომარესთან – ფოლკეტინგ სორენ გადესთან, სამიტის დამფუძნებელთან და საერთაშორისო პოლიტიკური საკონსულტაციო ორგანიზაცია “რასმუსენ გლობალის” დამფუძნებელთან ანდერს ფოგ რასმუსენთან.