დანიის სამეფოში სამუშაო ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა დანიის პრემიერ-მინისტრს მეტე ფრედერიკსენს.
მხარეებმა განიხილეს სომხეთ-დანიის მრავალ სექტორულ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.
მეტე ფრედერიკსენი მიესალმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს კოპენჰაგენში და ხაზი გაუსვა მის ხელმძღვანელობით მთავრობის მზადყოფნას განავითაროს და გააფართოოს თანამშრომლობა სომხეთთან.
პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა თბილი მასპინძლობისთვის და ხაზი გაუსვა კავშირების განვითარებისთვის თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.
გაცვალეს აზრები ორმხრივი ინტერესის საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგის რიგ საკითხებზე. ასევე ხაზი გაესვა მრავალმხრივ პლატფორმებზე მუდმივ თანამშრომლობას.
ნიკოლ ფაშინიანმა თანამოსაუბრეს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული მდგომარეობა გააცნო. რეგიონული არხების განბლოკვის კონტექსტში პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის პროექტ „მშვიდობის გზაჯვარედინზე“ ისაუბრა.
ასევე გაცვალეს აზრები სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობაზე.
ნიკოლ ფაშინიანმა დანიის პრემიერ მინისტრი მეტე ფრედერიკსენი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. ქალბატონმა ფრედერიკსენმა სიამოვნებით მიიღო მოწვევა.