საზოგადოება

რუსი მესაზღვრეები არც ნერქინ  ხანდში იცავენ მიმოსვლას, კაბელები შეაგროვეს

news.am-ი იმოწმებს რადიოსადგურ „თავისუფლებას“ და წერს, სოფელ ნერკინ ჰანდის გამგებლის ხაჩატურ ბაღდასარიანის თქმით, გუშინ შენიშნეს, როგორ აგროვებდნენ რუსი მესაზღვრეები საველე კაბელებს. როგორც თემის უფროსმა ივარაუდა, ალბათ წასვლის მიზნით.

დღეს ნაშუადღევს ნერქინ ჰენდის დასაწყისში “თავისუფ ლების” კამერამ დააფიქსირა, რომ რუსეთის საგუშაგოზე რამდენიმე რუსი ჯარისკაცია, რომლებიც გადასასვლელს მიმდებარე სადამკვირვებლო პუნქტიდან აღარ იცავენ. საგუშაგოს შესასვლელთან იყო შეკრული კაბელებიც.

ამ ტერიტორიებზე რუსი მესაზღვრეები სომხეთის მთავრობის ინიციატივით 44-დღიანი ომის შემდეგ განლაგდნენ.

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ პუტინის სპიკერმა დაადასტურა, რომ სომხეთის რამდენიმე რეგიონიდან რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანაზე შეთანხმდნენ 8 მაისს მოსკოვში სომხეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრის დროს. რუსული მხარის განცხადებით, „ერევნის მოთხოვნით, რუსი მესაზღვრეები გააგრძელებენ ყოფნას  სომხეთ-თურქეთის და სომხეთ-ირანის საზღვარზე“.

სომხეთის მმართველი ფრაქციის „სამოქალაქო პაქტის“ მდივანმა განმარტა, რომ რუსი მესაზღვრეები გეღარქუნიკის, სიუნიკის, ტავუშის, არარატისა და ვაიოც ძორის რეგიონებიდან, ასევე „ზვართნოცის“ აეროპორტიდან გადიან.

ნახეთ მეტი
Back to top button