კულტურა

ცივილიზებული სამყაროს ჩუმი თანხმობით მთიან ყარაბაღში ეტაპობრივად ნადგურდება სომხური კულტურული კვალი   –  ფონდი “გეღარდი”

ბერძორში წმინდა ამაღლების ტაძრის საძირკვლიანად  დანგრევა აზერბაიჯანული ვანდალიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა. “ARMENPRESS”-ის  ინფორმაციით, ამის შესახებ სამეცნიერო ანალიტიკური ფონდის “გეგღარდის” გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„2024 წლის 11 მაისს ინტერნეტში გავრცელდა თანამგზავრული ფოტო, სადაც ნათლად ჩანს, რომ აზერბაიჯანმა მთლიანად გაანადგურა ბერძორის ქ. ამაღლების ეკლესია. ვანდალიზმის ეს რეგულარული გამოვლინება ჩვეულებრივი მოვლენაა იმ სახელმწიფოსთვის, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სომხური კვალის განადგურებაა.

ეს არის კულტურული გენოციდი, რომელიც განისაზღვრება შემდეგნაირად: ეთნორელიგიური ან რელიგიური ჯგუფის კულტურული ფასეულობების განზრახ უგულებელყოფა ან განადგურება, რაც გენოციდთან დაკავშირებული ერთ-ერთი ქმედებაა. მიზანია დავამტკიცოთ, რომ ამ ჯგუფს არასოდეს უცხოვრია მოცემულ ტერიტორიაზე და არ ჰქონია კულტურული ყოფა“, – აცხადებენ ფონდში და იხსენებენ, რომ ჯერ კიდევ 2022 წელს აზერბაიჯანის „ძეგლთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციამ“ გაავრცელა განცხადება, რომ ისინი იწყებდნენ ბერძორის წმ. ამაღლების ეკლესია მეჩეთად გადაკეთებას.

„მნიშვნელოვანია განვაცხადოთ, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო პოლიტიკამ, რომელსაც წარმოადგენს ალიევი და მის მიერ შექმნილი დიქტატორული რეჟიმი, ღია განცხადება გააკეთა, რომ გააგრძელებს სომხების მიერ ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში შექმნილი მემკვიდრეობის განადგურებას. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო BBC-ს მიერ 2021 წლის 25 მარტს გაზიარებული ფოტო, სადაც ჩანს, რომ მეხაკავანის ქ. ასტვაწაწინის ეკლესია (აშენებული 2013 წელს) მთლიანად დაინგრა.

ამრიგად, ცივილიზებული სამყაროს ჩუმი თანხმობით, ეტაპობრივად, სომხური კულტურული კვალი ნადგურდება არცახის ტერიტორიაზე. ეჭვგარეშეა, რომ აზერბაიჯანი დაასრულებს თავის დაგეგმილ კულტურულ გენოციდს. ისინი არიან მოწმეები იმისა, რაც მოხდა ნახიჩევანსა და აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ სხვა ტერიტორიებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამეცნიერო-ანალიტიკური ფონდი „გეღარდი“ კატეგორიულად გმობს აზერბაიჯანის სახელმწიფოს მორიგი ვანდალიზმის აქტს.

ნახეთ მეტი
Back to top button