სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ახლა დროა სამშვიდობო ხელშეკრულებაში აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმებები შევიტანოთ და ხელი მოვაწეროთ მას.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა „კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე“ გამოსვლისას და მონაწილეობისას დისკუსიაში თემაზე „ფრონტიდან: სომხეთის დემოკრატიის დაცვა“.
თავის გამოსვლაში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველა გამოწვევისა, სომხეთი თვლის, რომ დემოკრატიის ნამდვილი და ყველაზე სასურველი თანამგზავრი გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობაა.
„ჩემმა მთავრობამ აიღო თავისი წილი პასუხისმგებლობა ამაზე. ჩვენ ახლახან მივაღწიეთ შეთანხმებას აზერბაიჯანთან, რომ დავიწყოთ ჩვენი სახელმწიფოთაშორისი საზღვრების დემარკაცია 1991 წლის ალმა-ატას დეკლარაციის საფუძველზე.
ეს ნიშნავს, რომ დემარკაციის დროს ჩვენ უბრალოდ უნდა აღვაწარმოოთ ადმინისტრაციული საზღვრები საბჭოთა სომხეთსა და საბჭოთა აზერბაიჯანს შორის, რომლებიც ალმა-ატას დეკლარაციის მიხედვით ხდება სახელმწიფო საზღვრები. საზღვრის დემარკაციის პროცესის დაწყება არის 2022 წლის 6 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და ჩემს ოთხმხრივ შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმების განხორციელება. ეს მოხდა პრაღაში“, – შეახსენა სრ პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ახლა არის ის დრო, რომ ეს შეთანხმებები შევიტანოთ და ავსახოთ სამშვიდობო ხელშეკრულებაში და ხელი მოვაწეროთ მას.
ნიკოლ ფაშინიანმა სომხურ პროექტზე „მშვიდობის გზაჯვარედინი“ კონკრეტულად აღნიშნა:
„ჩვენი რეგიონული სტაბილურობის კიდევ ერთი საკვანძო პუნქტი არის ჩემი მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი მშვიდობის გზაჯვარედინი. ეს პროექტი ითვალისწინებს, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა აღადგინონ და გახსნან სატრანსპორტო და სხვა კომუნიკაციები იმ ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ, სადაც ისინი გადიან და შეესაბამება თანასწორობისა და ორმხრივობის პრინციპებს“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, კონცეფციის ეს ელემენტები შეთანხმდა 2023 წლის 15 ივლისს აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და მის შეხვედრის დროს, რომელსაც ხელი შეუწყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და აისახა შეხვედრის შედეგად პრეზიდენტ მიშელის საჯარო განცხადებაში.
„ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ მიღწეული შეთანხმებების განხორციელების მიმართულებით. მინდა ხაზი გავუსვა, რომ დემოკრატია სომხეთის სტრატეგიაა. ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიაში“, – დაასკვნა ფაშინიანმა.