ეკონომიკა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი  სომხეთს გამოუყოფს 236 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გზის მშენებლობისთვის „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ პროექტის ფარგლებში

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი სომხეთს 236 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნის ქაჯარანი-სისიანის გზის მშენებლობისთვის.

პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 373 მილიონი ევროა.

ახალი გზა ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ მონაკვეთებად დაიყოფა. სასესხო თანხები სამხრეთ უბნის მშენებლობას მოხმარდება.

გზა ქაჯარანი-სისიანის მანძილს 118-დან 60 კილომეტრამდე შეამცირებს, საშუალო სიჩქარე კი საათში 50-დან 100 კილომეტრამდე გაიზრდება.

მშენებლობის დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება.

სასესხო ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, რომელიც 14 მაისს დაიწყო და 16 მაისამდე გაგრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button