ეკონომიკა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა სომხეთს 12 მილიონი ევრო გამოუყო

სომხეთმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 14 მაისს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე ერევანში, ბანკის მიერ 2 მილიონი ევროს გრანტისა და 10 მილიონი ევროს სესხის გაცემის შესახებ სიუნიქის რეგიონში ლოგისტიკური ცენტრის ასაშენებლად.

ცენტრი სოფელ შაქთან, ახალი გზის მონაკვეთის, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის გვერდით აშენდება. აშენდება მოძრაობის 5 ზოლი, ავტომობილების ინსპექტირებისა და ტვირთის გადაზიდვის პლატფორმა. ცენტრი გასცემს ტრანსპორტირებისთვის ყველა საჭირო ნებართვას.

სრ ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვჰანნისიანმა დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ მთავრობა მთლიანი თანხის კიდევ 20%-ს (12 მილიონი ევროდან) დააფინანსებს. სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ რუსტამ ბადასიანმა თავის მხრივ განმარტა, რომ აღნიშნული ღონისძიებები ბიზნეს სუბიექტებს ხარჯებს შეუმცირებს. როდესაც ვსაუბრობთ „მშვიდობის გზაჯვარედინზე“, საუბარია არა მხოლოდ გზებზე, არამედ სხვა ინფრასტრუქტურაზეც, რომელიც ამ გზებზე ტრანსპორტის მომსახურებას უნდა ემსახურებოდეს“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ „სამხრეთ კავკასიის როლი მდგრადი ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ლოგისტიკური მარშრუტების განვითარებაში“ დისკუსიის ფარგლებში, ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლო და ინსტიტუციური გაძლიერების დირექტორმა ადრიენ კირალიმ მოუწოდა დერეფნის გახსნაზე, რომელიც  ცენტრალურ აზიას დააკავშირებს ევროკავშირის ქვეყნებთან. შეგახსენებთ, რომ მართალია ევროკავშირის წარმომადგენელი ამ „დერეფანს“ არანაირად არ ასახელებს, აშკარაა, რომ საუბარია „ზანგეზურის დერეფნის“ თურქულ-აზერბაიჯანულ პროექტზე.

ნახეთ მეტი
Back to top button