ეკონომიკა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების ფასი მკვეთრად ეცემა

Netgazeti.ge წერს, რომ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებიდან მეორე დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ქართული მსხვილი ბიზნესკომპანიების აქციების ღირებულება მკვეთრად ეცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ მცირდება ამ კომპანიების ღირებულების ფასიც.

  • თიბისი ბანკის ჯგუფის ერთი აქციის ღირებულება 15 მაისს, ვაჭრობის დაწყების შემდეგ 10.68 პროცენტითაა შემცირებული (14:07 საათის მდგომარეობით).
  • საქართველოს ბანკის ერთი აქციის ღირებულება – 14.94 პროცენტითაა შემცირებული.
  • საქართველოს კაპიტალის ერთი აქციის ღირებულება 8.33 პროცენტით დაეცა.

პარლამენტმა მე-3 და საბოლოო მოსმენით რუსული კანონი გუშინ, 14 მაისს მიიღო. არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ფინანსური ინსტიტუციები, ისეთი როგორიცაა EBRD ქვეყანას კანონის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელი სირთულეების შესახებ აფრთხილებდნენ. პრეზიდენტი აპირებს ვეტო დაადოს “ოცნების” კანონს, თუმცა მმართველ გუნდს აქვს საკმარისი ხმები მის დასაძლევად.

ნახეთ მეტი
Back to top button