ეკონომიკა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (IDA) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ასევე ცნობილი როგორც შუა დერეფნის სამხრეთ კავკასიის გავლით აზიასა და ევროპას  შორის კომუნიკაციის განვითარების შესახებ. ამის შესახებ შეტყობინებას ავრცელებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრესსამსახური.

აღნიშნულია, რომ პარტნიორობა ყურადღებას გაამახვილებს ვაჭრობის გაფართოებაზე, მწვანე ენერგიაზე, ინვესტიციებზე ახალ ინდუსტრიებში, ასევე სატრანსპორტო და ციფრულ ინფრასტრუქტურაზე სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.

შუა დერეფნის გაძლიერება შექმნის ახალ, ეკონომიკის გარდაქმნის შესაძლებლობებს რეგიონში და უზრუნველყოფს ალტერნატიულ სატრანსპორტო გზას არსებული სავაჭრო დერეფნებისკენ.

მემორანდუმი მიზნად ისახავს რეგიონში კრიტიკული ენერგეტიკული, სატრანსპორტო, ციფრული და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის ობიექტების დაგეგმვის, დიზაინისა და მშენებლობის გაუმჯობესებას. ის ასევე მიზნად ისახავს საბაჟო, სატარიფო და სასაზღვრო ოპერაციების ეფექტურობის გაზრდას, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკაში კერძო ინვესტიციების მოზიდვას შუა დერეფნის განვითარებისთვის და ევროპასა და  სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთქმედების ხელშეწყობის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარტნიორობის სხვა პრიორიტეტები ფოკუსირებულია ნახშირბადის გარეშე ენერგიის გამოყენების შესაძლებლობებში ინვესტიციების გაფართოებაზე და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთთანამშრომლობის გაფართოების პოლიტიკისა და მმართველობის რეფორმების ხელშეწყობაზე.

ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა საბანკო საკითხებში მატეო პატრონემ და USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრაციულმა თანაშემწემ ერინ ელიზაბეთ მაკკიმ სომხეთში მიმდინარე EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში.

ნახეთ მეტი
Back to top button