პოლიტიკა

საფრანგეთმა აზერბაიჯანი ახალი კალედონიის შიდა საქმეებში ჩარევასა და არეულობის გაღვივებაში დაადანაშაულა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანი ახალი კალედონიის შიდა საქმეებში ჩარევაში და წყნარი ოკეანის კუნძულზე არეულობის გაღვივებაში დაადანაშაულა. Le Monde-ის ცნობით, ჯერალდ დარმანენმა შეშფოთება გამოთქვა, რომ კალედონიის ზოგიერთმა სეპარატისტმა ბაქოსთან გარიგება დადო.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აიხან ჰაჯიზადემ განაცხადა, რომ ბაქო გმობს ფრანგული მხარის “შეურაცხმყოფელ, უსაფუძვლო ბრალდებებს”.

საფრანგეთის მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და სამხედროები გაგზავნა ახალ კალედონიაში, ასევე აკრძალა სოციალური ქსელი TikTok, რომელიც, სავარაუდოდ, გამოიყენებოდა კუნძულზე არეულობის წაქეზებისთვის.

ახალ კალედონიაში არეულობა დაიწყო, როდესაც საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონი კუნძულზე ადგილობრივი საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნების პროცედურის შესაცვლელად. ახალი კალედონიის მკვიდრი მოსახლეობა წუხს, რომ ისინი დაკარგავენ პოლიტიკურ გავლენას კუნძულზე. არეულობის შედეგად არის მსხვერპლი და დაშავებული.

ნახეთ მეტი
Back to top button