მთავარიპოლიტიკა

უსაფრთხოების საბჭოს მდივანი პესკოვს უარყოფს. სომხურ მხარეს რუსი მესაზღვრეების სომხეთ-ირანის და სომხეთ-თურქეთის საზღვარზე დარჩენა არ მოუთხოვია

სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა არსებითად უარყო რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადება, რომ სომხურმა მხარემ სთხოვა რუსულ მხარეს, რომ რუსმა მესაზღვრეებმა განაგრძონ  სომხურ-ირანულ და სომხეთ-თურქეთის საზღვრების მომსახურება. „რუსეთს შევთავაზეთ, რომ რუსული ბაზები აეროპორტში, სისიანში, გორისში და 17 სასაზღვრო პუნქტში გაყვანილიყო, საფუძვლად მიიღეს და გვკითხეს, გვსურს თუ არა ისინი სომხეთ-ირანის და სომხეთ-თურქეთის საზღვრებიდანაც გაიყვანონ? ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის სახელშეკრულებო და ამას არ განვიხილავთ. მსგავსი რაიმე თხოვნა არ გვქონია, მე ვყვები იმას, რაც მოხდა, დანარჩენს საზოგადოების განსჯას ვუტოვებ“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button