საზოგადოება

გამოვლინდა ალიევების მრავალმილიონიანი ქონება დუბაიში. გამოძიება

წლების განმავლობაში, OCCRP და სხვა უცხოური და აზერბაიჯანული მედია აქვეყნებდნენ გამოძიებას დუბაიში აზერბაიჯანელი ოფიციალური პირების მრავალმილიონიანი ქონების შესახებ.

ახლა პროექტმა Dubai Unlocked, რომელიც მოიცავს აზერბაიჯანულ Mikroskop Media-ს, გამოავლინა, რომ სიაში არიან სხვა აზერბაიჯანელი ოფიციალური პირები და მათი ოჯახის წევრებიც. დუბაიში უძრავი ქონების შესახებ გაჟონილი ინფორმაცია ეხება 2020 და 2022 წლებს.

ინფორმაცია მიიღო არაკომერციულმა ორგანიზაციამ C4ADS (Center for Advanced Defense Studies), რომელიც დაარსდა ვაშინგტონში და იძიებს საერთაშორისო დანაშაულებს. შემდეგ ის გადაეცა ნორვეგიულ E24-ს, რომელიც სპეციალიზირებულია ფინანსურ თემებზე, ასევე ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტს (OCCRP). გამოძიების თანახმად, ერთ-ერთი აზერბაიჯანელი ჩინოვნიკი, რომელსაც დუბაიში მილიონობით დოლარის საკუთრება გააჩნია, არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს (KOBIA) გამგეობის თავმჯდომარე ორჰან მამედოვი.

ის დაქორწინებულია აზერბაიჯანის პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას დეიდის შვილიშვილ ნარმინა ჰასანოვაზე და 2006 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, ხოლო 2018 წელს დაინიშნა KOBIA-ს პრეზიდენტად. ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი KOBIA დაარსდა 2018 წელს, პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებულებით. მამედოვი ფლობს ორ ერთოთახიან ბინას დუბაის Elite Residence-სა და Mayfair Tower-ში, ასევე იყიდა კერძო სახლი. ის ფლობდა ამ ქონებას მინიმუმ 2022 წლამდე, რის შემდეგაც Mayfair Tower-ში მდებარე ბინა გაიყიდა და ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს ბინის ამჟამინდელი მფლობელის ვინაობა.

ამჟამად მამედოვს, რომელიც  KOBIA-ს პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, დუბაიში აქვს ერთი ბინა და ერთი კერძო სახლი. ამ ორი ქონების ჯამური ღირებულება 1 მილიონ 700 ათას დოლარზე მეტია. ჟურნალისტების კითხვაზე მამედოვმა განაცხადა, რომ ქონება აზერბაიჯანში ან სხვაგან კანონის ფარგლებში შეიძინა.

კიდევ ერთი აზერბაიჯანელი, რომელიც ფლობს საკუთრებას დუბაიში, არის ზულფიე რაჰიმოვა, ახალგაზრდობისა და სპორტის ყოფილი მინისტრის აზად რაჰიმოვის მეუღლე. მას აქვს პენტჰაუსი და ბინა “Palm Jumeirah”-ში “The Residences North” კომპლექსში. ზულფი რაჰიმოვას სახელი რამდენიმე წლის წინ OCCRP-ის სხვა გამოძიებაში იყო ნახსენები. გამოძიებამ დაადგინა, რომ რაჰიმოვას კომპანიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანში მომუშავე ბალკანეთის ქვეყნებიდან მუშების ექსპლუატაციაში. ქონების საკუთრებაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ რაჰიმოვამ მოგვიანებით გაყიდა პენტჰაუსი ან გადასცა სხვა პირს. ვინ არის ქონების ამჟამინდელი მფლობელი, უცნობია. ბინა, რომელსაც ის დღემდე ფლობს, 2 მილიონ დოლარზე მეტი ღირს. დუბაიში ქონების მფლობელ აზერბაიჯანელების სიაშია Baku Steel Companyის ყოფილი ხელმძღვანელი რასიმ მამედოვი, რომელიც ამჟამად ციხეშია.

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ მას დუბაის Jumeirah Business Center 7 ოფისი აქვს, რომლებიც გაქირავებულია. ამ ოფისების საერთო ღირებულება 3 მილიონ დოლარზე მეტია. ოფისების გარდა, რასიმ მამედოვს აქვს 5 ბინა Concorde Tower-ში, 45 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში. ამჟამად ქირავდება თითოეულ ამ ბინას აქვს 1 საძინებელი და მათი საერთო ღირებულება 1,6 მილიონი დოლარია. იმ თანამდებობის პირების გამოძიებისას, რომლებსაც დუბაიში სასახლეები აქვთ, ყველაზე მეტად აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოჯახის წევრები ახსენეს. ამ კვლევამ აჩვენა, რომ 2022 წლის მდგომარეობით, ალიევების ოჯახი ფლობს 19 კერძო სახლს და 2 ბინას დუბაიში. ილჰამ ალიევის ქალიშვილებთან, ლეილა და არზუ ალიევებთან დაკავშირებული კერძო სახლების ოფიციალური მფლობელები ალიევების საკუთრებაში არსებული კომპანიებია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის შვილის, ჰეიდარ ალიევის კერძო სახლები 2009 წელსაა ნაყიდი. ჟურნალისტების ხელთ არსებული ინფორმაციით, დუბაიში კერძო სახლის მფლობელია ასევე ოჯახის კიდევ ერთი წევრი, მეჰრიბან ალიევას მამა, არიფ ფაშაევი. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ამ ქონების ოფიციალური მფლობელი არის Green Apple Investment FZE. ვერ მოხერხდა იმის გარკვევა, თუ ვინ დგას ამ კომპანიის უკან. ლეილას, არზუს და ჰეიდარ ალიევების 21 ქონების ჯამური ღირებულება 221 მილიონ დოლარზე მეტია. ჟურნალისტების მიერ მათთვის გამოგზავნილი ქონების შესახებ შეკითხვები უპასუხოდ დარჩა. აღსანიშნავია, რომ წლების წინ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ დუბაის კუნძულ პალმ ჯუმეირაზე მდებარე ძვირადღირებული სასტუმრო Sofitel ეკუთვნის ლეილა და არზუ ალიევებს. ჯერ კიდევ 2010 წელს The Washington Post-მა გამოაქვეყნა, რომ “11 წლის ჰეიდარ ალიევი გახდა 9 ძვირადღირებული საზაფხულო სახლის მფლობელი დუბაის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ სანაპირო რაიონში, ჯუმეირაში, საერთო ღირებულებით 44 მილიონი დოლარი”.

ემა ჩობანიანი

ნახეთ მეტი
Back to top button