კულტურა

თბილისში ტრადიციული 110-ე ვარდატონი აღნიშნეს, რომელიც ცნობილი სომეხი აშუღის საიათ-ნოვას ხსოვნას მიეძღვნა

19 მაისს თბილისში ტრადიციული 110-ე ვარდატონი აღინიშნა, რომელიც ცნობილი სომეხი აშუღის საიათ-ნოვას ხსოვნას მიეძღვნა, იუწყება საქართველოში სრ საელჩო.

როგორც ყოველ წელს, ღონისძიების მონაწილეებმა პანაშვიდის შემდეგ თბილისის წმინდა გევორგის ეკლესიის ეზოში საიათ-ნოვას მემორიალი ყვავილებით შეამკეს, რასაც მოჰყვა სადღესასწაულო კონცერტი ღია ცის ქვეშ გორგასლის მოედანზე.

დამსწრეებს მიესალმა საქართველოს სომეხთა კავშირის პრეზიდენტი მ.არაკელოვა. გახსნის სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და სომხეთის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი, რასაც მოჰყვა საიათ-ნოვასა და ვარდატონისადმი მიძღვნილი მუსიკალური და საცეკვაო წარმოდგენები. გამოვიდა ხალხური მუსიკისა და ცეკვის ეროვნული ცენტრის სომხეთის სახელმწიფო ორკესტრი.

სადღესასწაულო კონცერტს ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მრავალი სხვა სტუმარი.

ნახეთ მეტი
Back to top button