კულტურა

ჩეხეთში სომხური კულტურის დღეები გაიმართება

ჩეხეთში, პრაღაში მაისში სამი დღის განმავლობაში სომხური კულტურის დღეები  გაიმართება. 24-26 მაისს პრაღის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. სომხური ტრადიციული სამოსი, თანამედროვე სომეხი მხატვრების ნახატები, სომხური ხალხური სიმღერის კონცერტი, კულტურული დღეების პროგრამა ამით არ შემოიფარგლება.

25-26 მაისს გამოფენაზე სახელწოდებით “სომხური კოსტიუმები და ნახატები” Dům národnostních menšin (ეროვნულ უმცირესობათა სახლი) საზოგადოებას წარუდგენს ტერიანის კულტურული ცენტრის ნიმუშებს. გარდა ამისა, ArtInsigt პლატფორმასთან თანამშრომლობით, სომეხი მხატვრების ჰრაჩია ვარდანიანის, კარენ ბარსეღიანის, ჰარუთიუნ კარაპეტიანის, კარენ პეტროსიანის, გევორგ სარქისიანის (ჩალა/ჯალა), ვაჰაგნ ჰამალბაშიანის, ლევონ ფლჯიანის, გაგიკ ჩთჩიანის, ასევე მოკო ხაჩატრიანის და ჰრანტ ჰარუთუნიანის ნახატები იქნება წარმოდგენილი.

კულტურის დღეების ფარგლებში 26 მაისს პრაღის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში კონცერტი გაიმართება, სადაც სოპრანო ვარინე მკრტჩიანი წარდგება. ასევე გაიმართება ლექციები სომხური კულტურის სხვადასხვა ელემენტის თემაზე. 25 მაისს ფრანგული ინსტიტუტის ტერიტორიაზე ნაჩვენები იქნება სერგეი ფარაჯანოვის “ბროწეულის ფერი”.

სადღესასწაულო ღონისძიებების ინიციატორია სომხურ-ჩეხური ორგანიზაცია ČARM, რომელიც აქტიურია ჩეხეთში სომხური კულტურის გავრცელებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

„ჩვენი ქვეყნისთვის ამ რთულ დროს, ჩვენ ვცდილობთ, კულტურული გზით ევროპის ყურადღება მივაპყროთ ჩვენს ქვეყანას. ამ ფაქტის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ გამოგვეჩინა ინიციატივა სომხური კულტურის ჩეხ აუდიტორიისთვის წარმოჩენის მიზნით. ჩვენ უკვე მოვახერხეთ არაერთი პროექტის განხორციელება. ახლა დროა კულტურული დღეები უფრო მასშტაბური იყოს. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ წარმოგიდგენთ სომხური კულტურის პალიტრის მხოლოდ მცირე ნაწილს, რომელიც გულგრილს არ დატოვებს უცხოეთში მცხოვრებ აუდიტორიას“, – ამბობს სომხურ-ჩეხური ორგანიზაციის ČARM-ის დამფუძნებელი დირექტორი ბელა კნიაზჩიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button