კულტურა

მთიანი ყარაბაღის კულტურული გარემო სრული განადგურების საფრთხის ქვეშაა

აზერბაიჯანულმა პოლიტიკურმა ვანდალიზმმათვალთმაქცურ ცინიზმს  მიაღწია „ჩაის წვეულებების“ და ნავთობდოლარების გარშემო კულისებში ვაჭრობის შედეგად. „ARMENPRESS“-ის  ცნობით, ამის შესახებ განცხადება პანსომხურმა გაერთიანებამ „გარდმან-შირვან-ნახიჯევანმა“ გაავრცელა, სადაც გმობს იუნესკოს არაპროპორციულ პოლიტიკას არსებულ რეალობასთან მიმართებაში.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიკმეტ ჰაჯიევი აგრძელებს თვალთმაქცურ საქმიანობას, რათა შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამალოს სომხების გენოციდის რეალობა ლამაზი ფორმულირებების ქვეშ.

ჰაჯიევმა განაცხადა, რომ მან “ფართო და ღია დისკუსიები გამართა ბაქოში იუნესკოს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან და ელჩებთან”. საინტერესოა, რამდენად ფართო და რა კუთხით იყო ღია გენოციდის მოქმედი ქვეყნის ოფიციალური პირის შეხვედრა. არდოკ ჰაჯიევის მიერ წარმოდგენილი დისკუსიის „სიგანე“ პირდაპირპროპორციული იყო სომხური კულტურის წინააღმდეგ აზერბაიჯანული დანაშაულების სერიასთან და ღია იყო ისევე, როგორც, მაგალითად, ძველი ჯუღას დანგრეული სომხური სასაფლაო საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

ჰაჯიევმა დაასკვნა, რომ „იუნესკო გვეკუთვნის ყველას და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას. ჩვენ უნდა დავიცვათ და განვავითაროთ ეს ორგანიზაცია“. აქ ძალიან პრობლემურია ის, რასაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწეს წარმოუდგენია იუნესკოს დაცვისა და განვითარების ხედვით. ახსენებდა თუ არა ის იმავე ნავთობდოლარებს, რომლებიც უზრუნველყოფდა იუნესკოს დუმილს ძველი ჯუღას სომხური სასაფლაოს ნგრევისას?

დღეს მთიანი ყარაბაღის მთელი კულტურული გარემო სრული განადგურების ყველაზე რეალური საფრთხის ქვეშ იმყოფება. სომხური რელიგიური, ეროვნულ-სულიერი სტრუქტურები, მთელი დასახლებები ნადგურდება, იბილწება. იუნესკოს წარმომადგენლები, რომლებიც ჯერ კიდევ 2020 წ. ომის შემდეგ მთიან ყარაბაღში უნდა ყოფილიყვნენ  წარმოდგენილი, ატარებენ ჩაის წვეულებას 150 ათასზე მეტი სომეხის ეთნიკური წმენდის ერთ-ერთ არქიტექტორთან.

პანსომხური გაერთიანება „გარდმან-შირვან-ნახიჯევანი“ კატეგორიულად გმობს იუნესკოს არაპროპორციულ პოლიტიკას დღევანდელ რეალობასთან მიმართებაში. აზერბაიჯანული პოლიტიკური ვანდალიზმი საზღვრებს აღარ სცნბს რომელმაც „ჩაის წვეულებების“ და ნავთობდოლარების ირგვლივ კულისებში ვაჭრობის შედეგად მიაღწია თვალთმაქცურ ცინიზმის დონეს. ამის შედეგია ძველი ქრისტიანული ცივილიზაციის ცენტრების, უნიკალური არქიტექტურული კომპოზიციების მქონე შენობების, სრული კულტურული კომპლექსების განადგურება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ იუნესკომ შეწყვიტოს „ჩაის მოყვარული“ დუმილისა და ადაპტაციის პრაქტიკა და განახორციელოს ის ქმედებები, რომლებიც მიკუთვნებული აქვს მას მანდატით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button