სპორტი

დორტმუნდის ბორუსია დაინტერესებულია სპერციანის მომსახურებით

დორტმუნდის ბორუსია კრასნოდარისა და სომხეთის ნახევარმცველ ედუარდ სპერციანს მარკო როისის შემცვლელად განიხილავს, რომელიც ამ სეზონის ბოლოს გერმანულ კლუბს დატოვებს. ამის შესახებ იტყობინება Transfermarkt-ი, წერს armsport-ი. მანამდე ცნობილი გახდა, რომ 34 წლის როისი “ბორუსიას” ამ ზაფხულს თავისუფალი ფეხბურთელის სტატუსით დატოვებს. როისი “ბორუსიაში” 2012 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში გამოცდილმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა გააკეთა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში სპერციანმა ყველა ტურნირზე 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. Transfermarkt-ის პორტალზე წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 18 მილიონი ევროა.

ნახეთ მეტი
Back to top button